Tuesday, November 11, 2014

მეცხრე დღე

დაიწყო  ტრენინგის  ბოლო  დღე. :(  თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ  ჩვენი  პორტფოლიოს  პრეზენტაციები...  სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო  მოსასმენი ...
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს , ბატონ გიორგი არავიაშვილს  საინტეტრესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის... წარმატებულ დღეებს  ვუსურვებ ყველას !!!!!  <3

მერვე დღე

ტრენინგი  დავიწყეთ  შეფასების  რუბრიკების  გაცნობით. ყველამ  წარვადგინეთ  ჩვენი  პროექტის  შეფასების  რუბრიკები, შემდეგ  დავიწყეთ  მეექვსე  და  მეშვიდე  მოდულის  განხილვა.შევქმენი  დამხმარე  მასალები,განვაახლე  პროექტის  გეგმა, გავიხსენეთ განხორციელების  სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების  შექმნას  მენეჯმენტისათვის.გავაკეთე  რეფლექსია  ჩემს  ბლოგზე  და ყველა  ჩემი  ნაშრომი  ჩავდე ჩემი  რესურსების  საქაღალდეში, განვათავსე  შევსებული  პორტფოლიო.

მეშვიდე დღე

განვიხილეთ ტრენინგის  მონაწილეების  მიერ შექმნილი ნამუშევრები. კერძოდ, მოსწავლის   ნიმუშები, ბროშურები  და  მასწავლებლის  პრეზენტაციები. ვისწავლეთ  სურათების  ატვირთვა, მასზე  სათაურის  დამატება.
გავიარეთ  სახელმძღვანელოს  მე-5 მოდული  "მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება".
ვნახეთ  და  განვიხილეთ  სახელმძღვანელოს  რესურსებში  არსებული  შეფასების  ნიმუშები. ტრენერმა  მოგვცა  დავალება  შევქმნათ  ჩვენი  პროექტისათვის  საჭირო  შეფასების  რუბრიკები. დღე იყო  პროდუქტიული.

მეექვსე დღე

დღევანდელი  ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.დავასრულეთ შესასრულებელი სამუსაოს ძირითადი ნაწილი  და  დავეუფლე  საინტერესო  სიახლეებს.შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების განთავსება,ტრენინგის  სახელმძღვანელოში გავეცანი მოდულებს  ინტერნეტმასალების  გამოყენებისას საავტორო  უფლებების  დაცვის  და  სხვადასხვა  საძიებო  სისტემების  გამოყენების  შესახებ.მივიღე  დავალება  ტრენერისაგან.