Tuesday, November 11, 2014

მეცხრე დღე

დაიწყო  ტრენინგის  ბოლო  დღე. :(  თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ  ჩვენი  პორტფოლიოს  პრეზენტაციები...  სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო  მოსასმენი ...
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს , ბატონ გიორგი არავიაშვილს  საინტეტრესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის... წარმატებულ დღეებს  ვუსურვებ ყველას !!!!!  <3

მერვე დღე

ტრენინგი  დავიწყეთ  შეფასების  რუბრიკების  გაცნობით. ყველამ  წარვადგინეთ  ჩვენი  პროექტის  შეფასების  რუბრიკები, შემდეგ  დავიწყეთ  მეექვსე  და  მეშვიდე  მოდულის  განხილვა.შევქმენი  დამხმარე  მასალები,განვაახლე  პროექტის  გეგმა, გავიხსენეთ განხორციელების  სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების  შექმნას  მენეჯმენტისათვის.გავაკეთე  რეფლექსია  ჩემს  ბლოგზე  და ყველა  ჩემი  ნაშრომი  ჩავდე ჩემი  რესურსების  საქაღალდეში, განვათავსე  შევსებული  პორტფოლიო.

მეშვიდე დღე

განვიხილეთ ტრენინგის  მონაწილეების  მიერ შექმნილი ნამუშევრები. კერძოდ, მოსწავლის   ნიმუშები, ბროშურები  და  მასწავლებლის  პრეზენტაციები. ვისწავლეთ  სურათების  ატვირთვა, მასზე  სათაურის  დამატება.
გავიარეთ  სახელმძღვანელოს  მე-5 მოდული  "მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება".
ვნახეთ  და  განვიხილეთ  სახელმძღვანელოს  რესურსებში  არსებული  შეფასების  ნიმუშები. ტრენერმა  მოგვცა  დავალება  შევქმნათ  ჩვენი  პროექტისათვის  საჭირო  შეფასების  რუბრიკები. დღე იყო  პროდუქტიული.

მეექვსე დღე

დღევანდელი  ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.დავასრულეთ შესასრულებელი სამუსაოს ძირითადი ნაწილი  და  დავეუფლე  საინტერესო  სიახლეებს.შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების განთავსება,ტრენინგის  სახელმძღვანელოში გავეცანი მოდულებს  ინტერნეტმასალების  გამოყენებისას საავტორო  უფლებების  დაცვის  და  სხვადასხვა  საძიებო  სისტემების  გამოყენების  შესახებ.მივიღე  დავალება  ტრენერისაგან.

Thursday, October 30, 2014

დღე მეხუთე

  • მოვიძიეთ შეფასების პროცესში მოსწავლეების  ჩართვასთან დაკავშირებული სირთულეებისა   და  მათი  დაძლევის  გზები, მოვახდინეთ ჩვენს  მიერ გამოყენებული შეფასების  ფორმების ანალიზი/თვითშეფასება,ჩვენი  მოსწავლეებისათვის შევადგინეთ შესაბამისი  შეფასების  ფორმები  და  შევიტანეთ შესაბამისი  ცვლილებება,მოვახდინეთ  რეფლექსია ჩვენს  ბლოგზე.

Tuesday, October 28, 2014

დღე მეოთხე

  • დღე მეოთხე:   

  • სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
  • მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
  • სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
  • მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზედ

დღე მეორე

  • პროექტისათვის შევიმუშავეთ სტანდარტები,გავაკეთეთ ფოემულირება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ,გამოვიკვლიეთ შეფასების ეფექტური სტრატეგიები,შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის  მონახაზი,გავაკეთე რეფლექსია.